კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია-სივრცეს შესაძლოა სააგენტოები გამოაკლდეს

1 ნოემბერი, 2004

მედია-სივრცეს შესაძლოა სააგენტოები გამოაკლდეს

თბილისი, მედია-ნიუსი. ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რათა 2007 წლამდე პრესისთვის გადასახადებზე გამოცხადდეს მორატორიუმი. კერძოდ, გადასახადებისაგან გათავისუფლდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ-გაზეთები.  საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ მხარს უჭერს კოლეგების ინიციატივას. სააგენტოს გენერალური დირექტორის გელა ებანოიძის თქმით, აუცილებელია ასევე საინფორმაციო სააგენტოების და ინტერნეტ-გამოცემების გათავისუფლება გადასახადებისაგან. მითუმეტეს, რომ საინფორმაციო სააგენტოებს, მედიის სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით, ხელმოწერების გარდა, სხვა სახის შემოსავალი, მით უფრო სარეკლამო, არ გააჩნია.

„მედია ერთიანი სისტემაა, ამიტომ მიდგომაც ერთნაირი უნდა იყოს. ჟურნალ-გაზეთები და ელექტრონული მედია საინფორმაციო სააგენტოების გარეშე ვერ იარსებებენ, ამიტომ სააგენტოებს თავისუფალი განვითარების საშუალება უნდა მიეცეთ. ამდენად, ფინანსური შეღავათით უნდა ისარგებლოს არა მარტო ჟურნალ-გაზეთებმა, არამედ საინფორმაციო სააგენტოებმა და ინტერნეტ-გამოცემებმაც.

რატომღაც მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო სააგენტო მედიას კი არა, არამედ მის დამატებას წარმოადგენს. იქნებ პარლამენტში ვინმემ გადასახადებისგან საინფორმაციო სააგენტოების და ინტერნეტ-გამოცემების გათავისუფლების საკითხიც დასვას“, - აცხადებს გელა ებანოიძე.

ახალი ამბები