კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრავალშვილიანი ოჯახების საერთო რაოდენობა 131-ით შემცირდა

2 ნოემბერი, 2004

მრავალშვილიანი ოჯახების საერთო რაოდენობა 131-ით შემცირდა

თბილისი.27.10.04.მედია-ნიუსი. დედაქალაქში მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახთა აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურმა მრავალშვილიანი ოჯახების ზუსტი რაოდენობა დაადგინა.

ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში შეიქმნა მრავალშვილიანი ოჯახების მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა განახორციელოს მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის მუდმივი მონიტორინგი.

თითოეულ ოჯახზე შეიქმნა სპეციალური ანკეტა. არსებულ მონაცემთა ბაზის (8726 ჩანაწერი მრავალშვილიან ოჯახებზე) დამუშავების და ანალიზის შედეგად გამოვლინდა 141 დუბლირების შემთხვევა, მრავალშვილიანი ოჯახების საერთო რაოდენობა კი 131-ით შემცირდა.

მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის დაზუსტება მუნიციპალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დედაქალაქის ბიუჯეტს ყოველწლიურად 60 ათასი ლარის ეკონომიას მისცემს.

თბილისში უკვე მეორე წელია ხორციელდება სპეციალური პროგრამა, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 5,5 ლარის ოდენობით დახმარების გაცემას ითვალისწინებს.

ახალი ამბები