კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „აჭარიდან“ დევნილების გამოსახლების ვადა გახანგძლივდა

2 ნოემბერი, 2004

სასტუმრო „აჭარიდან“ დევნილების გამოსახლების ვადა გახანგძლივდა

თბილისი.31.10.04.მედია-ნიუსი. სასტუმრო „აჭარაში“ მცხოვრებ დევნილებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადა გახანგძლივდა.

სასტუმრო „აჭარაში“ მცხოვრებ დევნილებს, ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები 29 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გაუხანგძლივდათ.

„აჭარიდან“ დევნილების გამოსახლებისათვის შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯომარის, ზურაბ კიკალეიშვილის ინფორმაციით, დევნილები თანხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ, ხოლო სასტუმროს დაცლის ვადა 15 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ამჟამად სასტუმროში მცხოვრები 237 ოჯახიდან ხელშეკრულება 205 ოჯახს აქვს გაფორმებული.

ცნობისთვის: სასტუმრო “აჭარის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ინვესტორმა, ს/ს „აჭარამ“ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებთან ხელშეკრულებების გაფორმება 15 ოქტომბრიდან დაიწყო, ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს ყოველ ოთახზე დევნილები კომპენსაციის სახით 7000 ამერიკულ დოლარს მიიღებენ. ბინების შერჩევა-შეძენაში დევნილებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისია დაეხმარება. 

ახალი ამბები