კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა თავისივე ხელმოწერილი ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოაცხადა

2 ნოემბერი, 2004

პრეზიდენტმა თავისივე ხელმოწერილი ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოაცხადა

თბილისი.31.10.04.მედია-ნიუსი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე ხელმოწერილი ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოაცხადა.

24 აგვისტოს ბრძანებულებით, სასამართლო სისტემაში რეფორმის ახალი ეტაპი 20 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოში არსებული 70 სასამართლო 24 რაიონულ სასამართლომდე უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად, შემცირდებოდა მოსამართლეთა რიცხვი, რომელიც დღეისთვის 300-ს აღემატება.

24 აგვისტოს ბრძანებულებით, ორი-სამი რაიონული სასამართლოდან შეიქმნებოდა ერთი, როგორც ეს რაიონული პროკურატურების გაერთიანებისას მოხდა.

იუსტიციის საბჭოში შემუშავებული იყო სასამართლო ხელისუფლებისა და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის კონცეფცია, თუმცა ამ კონცეფციის განხორციელება საჭირო აღარ გახდა.

საქართველოს პრეზიდენტმა იურიდიული საზოგადოების თხოვნით ძალადაკარგულად გამოაცხადა 24 აგვისტოს ბრძანებულება რაიონული სასამართლოების გაერთიანების შესახებ.

ახალი ამბები