კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველს ძირითადად სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილო ხალხი მიმართავს

3 ნოემბერი, 2004

სახალხო დამცველს ძირითადად სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილო ხალხი მიმართავს

თბილისი.01.11.04.მედია-ნიუსი. სახალხო დამცველის აპარატში ახალი გუნდის მისვლის შემდეგ უფლებადარღვეული ადამიანების განცხადებებმა იმატა.

სახალხო დამცველის მოადგილის ბაჩო ახალაიას განცხადებით, მათ დასახმარებლად ძირითადად, ხალხის ის ნაწილი მიმართავს, რომელთა უფლებებიც სამართალდამცველებმა დაარღვიეს.

„ჩვენთან შემოდის ისეთი განცხადებები, რომლებიც ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ხალხს მიაჩნია, რომ ამ კუთხითაც უნდა დავიცვათ მათი უფლებები. ძირითადად საუბარია გამოძიების მსვლელობისას აღმოჩენილ დარღვევებზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ კუთხით გამოძიების საქმეში ჩავერიოთ,“- აცხადებს ბაჩო ახალაია.

„რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მიუხედავად სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნისა, ამ საკითხზე მხოლოდ ორი საჩივარი გვაქვს, ასე რომ, ძირითადი პრობლემები მაინც სამართალდამცავებისგან მოდის,“- ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე.

ახალი ამბები