კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები აზმაიფარაშვილის ცემის გამო ესპანეთიდან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

4 ნოემბერი, 2004

არასამთავრობოები აზმაიფარაშვილის ცემის გამო ესპანეთიდან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

თბილისი.03.11.04.მედია-ნიუსი.არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუცია და საზოგადოება“ ესპანეთში „ფიდეს“ ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის ცემის ფაქტის გამოძიებას, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან კი ზურაბ აზმაიფარაშვილის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მთელი საქართველოს წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„კონსტიტუცია და საზოგადოების“ პრეზიდენტის ანდრო დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა აქ ჩამოსული ეროვნების ადამიანის უფლებას იცავს მისი რელიგიური თუ რასობრივი წარმომავლობის მიუხედავად, ზურაბ აზმაიფარაშვილი კი არ არის რიგითი მოქალაქე, თუმცა დაცვა რიგით მოქალაქესაც სჭირდება.
დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ესპანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ადამიანის უფლებათა დაცვას.

ცნობისათვის: „ფიდეს“ ვიცე-პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს ესპანელმა პოლიციელებმა საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სასტიკად სცემეს.

ახალი ამბები