კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაპოლეონ ქარქაშაძის ქონების საკითხზე კვლავ №1 საპყრობილეში იმსჯელებენ

5 ნოემბერი, 2004

ნაპოლეონ ქარქაშაძის ქონების საკითხზე კვლავ №1 საპყრობილეში იმსჯელებენ

 

თბილისი.04.11.04.მედია-ნიუსი. 8 ნოემბერს აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ნაპოლეონ ქარქაშაძის ქონების კანონიერების საკითხს საოლქო სასამართლოს მოსამართლეები კვლავ თბილისის №1 საპყრობილეში განიხილავენ.

 

აგრარული უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს სასამართლოსთვის ბინის, ავტომანქანების და მიწის ნაკვეთის წარმომავლობის კანონიერების დამტკიცება უწევს. გარდა ამისა გამოძიება ნაპოლეონ ქარქაშაძეს ღვინის მინი-ქარხნის „მარანის“ პრივატიზებას და მიწის ნაკვეთების გრძელვადიანი იჯარით უკანონოდ გასხვისებას ედავება.

 

3 ნოემბერს თბილისის №1 საპყრობილეში გამართული განხილვა 8 ნოემბრისთვის მხოლოდ სამუშაო საათების ამოწურვის გამო გადაიდო.

 

ნაპოლეონ ქარქაშაძის ადვოკატის გოჩა სვანიძის განცხადებით, პროცესი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. „ჩვენ გვაქვს დოკუმენტაცია, რომლითაც ვამტკიცებთ, რომ ორი ბინა და საოფისე ფართი, ნაპოლეონ ქარქაშაძის ქალიშვილის, ქეთევან ქარქაშაძის საკუთრებაა,“- აცხადებს გოჩა სვანიძე.

 

ახალი ამბები