კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „კმარას“ ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს

5 ნოემბერი, 2004

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „კმარას“ ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს

თბილისი.04.11.04.მედია ნიუსი. დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „კმარას“ აქტივისტებსა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრებს სამართალდამცავ ორგანოებზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ მიერ ბოლო პერიოდში ეჭვმიტანილებისა და მსჯავრდებულებისთვის ჩატარებული ე.წ. ექსპერტიზები „შარლატანობაა“.

მაია ნიკოლეიშვილმა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოიყვანა მაგალითი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული მამუკა ჩუბინიძისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას შეეხება.

ექსპერტის თქმით, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ მიწვეული ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო ექსპერტების დასკვნა ეწინააღმდეგება სახელმწიფო ექსპერტის დასკვნას, რაც „იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეჭვმიტანილი მამუკა ჩუბინიძისთვის ჩატარებული ექსპერტიზა უმნიშვნელო დაზიანებების წამების ფაქტად წარმოდგენის მცდელობაა“.

მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ეჭვმიტანილ მამუკა ჩუბინიძის წამებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ისანი-სამგორის პოლიციის პირველი ქვეგანყოფილების უფროსის მამუკა დავითინიძის მიმართ, რაც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების აღნიშნული მცდელობის შედეგია.

„თავისუფლების ინსტიტუტი და „კმარა“ დაინტერესებულნი არიან საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ეჭვმიტანილთა წამების ფაქტების გაზრდით, რადგან ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სწორედ წამების ფაქტების გამოვლენისთვის გაწეული მუშაობისათვის სოლიდურ დაფინანსებას იღებენ,“- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

ახალი ამბები