კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი მეზღვაურები ათი თვეა საბერძნეთში ციხეში იმყოფებიან

11 ნოემბერი, 2004

ქართველი მეზღვაურები ათი თვეა საბერძნეთში ციხეში იმყოფებიან

თბილისი.09.11.04.მედია-ნიუსი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „არაჯეროვან მუშაობაში“ ადანაშაულებენ.

საქმე ეხება 2004 წლის 14 იანვრის საბერძნეთის წყლებში დაკავებულ გემს „იავნანას“ და ამ გემის მეზღვაურებს. როგორც ელენე თევდორაძემ 9 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მეზღვაურები ყოველგვარი პროცედურების დაცვის  გარეშე დააკავეს და ქალაქ ხოლკიდის ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

ექვსი დაკავებული მეზღვაურიდან ერთი რევაზ ანთია აპრილში გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შემაშფოთებელია.

ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულმა მეზღვაურებმა მოახერხეს ტელეფონით დაკავშირებოდნენ საკუთარ ახლობლებსა და საქართველოს საკონსულოს საბერძნეთში, თუმცა მათგან ამ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.

ელენე თევდორაძის თქმით, ამის თაობაზე მას დაკავებული მეზღვაურების მეუღლეებმა წერილობით მიმართეს და დახმარებას სთხოვენ.

ახალი ამბები