კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტთა ინიციატივა - „თვითმმართველობა“

12 ნოემბერი, 2004

სტუდენტთა ინიციატივა - „თვითმმართველობა“

უნივერსიტეტში მრავალი ორგანიზაცია და სტუდენტია, რომელიც დიდი ხანია ჩართულია იმ საქმიანობაში, რომელიც მოწოდებულია რეალური თვითმმართველობის შექმნისათვის. მათ შორის არის ჩვენი ორგანიზაცია - სტუდენტური ინიციატივა-„თვითმმართველობა,“ რომლის წევრები დიდი ხნის განმავლობაში, იყვნენ უნივერსიტეტის ძველ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაში.

2004 წლის 10 ნოემბერს თავისუფლების ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან რამიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ყველა სტუდენტი რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი - იყვნენ კორუფციაში ჩართული.

ჩვენ სტუდენტურ ინიციატივა „თვითმმართველობა“-ს მიგვაჩნია, რომ იმის მტკიცება, თითქოს ყველა ის სტუდენტი თუ ორგანიზაცია, ვინც არ იზიარებს ლევან რამიშვილის და „თავისუფლების ინსტიტუტის“ პოზიციას (ერთადერთ ჭეშმარიტს!), სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებულ აზრთა ბრძოლა და უნივერსიტეტში მონოპოლისტური „ერთაზროვნების“ სტილის დამკვიდრების მეთოდი. სტუდენტური ინიციატივა - „თვითმმართველობა“ შეშფოთებულია ამ განცხადებით, რადგან ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების კორუმპირებულად მიჩნევა არის უზნეობა. კორუფცია არ არის მარტო ქრთამის აღებ-მიცემა, ის შეიძლება იყოს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ არგუმენტირებული დისკუსიების გზა, არის ის საშუალება, რომელიც წარმატებული რეფორმის გატარების საფუძველი იქნება.

 

ახალი ამბები