კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

12 ნოემბერი, 2004

აქცია ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

9 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ჩაატარა აქცია, რომელიც მიეძღვნა ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 1938 წლიდან ნაცისტური ხელისუფლების მიერ დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია გერმანიაში მცხოვრები ებრაელი ხალხის მიმართ. გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მიერ 9 ნოემბრიდან დაიწყო ებრაელების საშინელი შევიწროვება, რის შედეგადაც რეპრესირებულ იქნა ასი ათასობით ადამიანი, ოცდაათი ათასი კაცი გაგზავნილ იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში, დაინგრა 200 სინაგოგა, ასობით სასწავლებელი, განადგურდა ებრაული რელიგიური ლიტერატურა.

ნაცისტური ხელისუფლების ე.წ. „გამწმენდი“ პროგრამა მიმართული იყო ექვსი მილიონი ებრაელის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნეოდნენ „ხელისუფლების მტრად,“ ასევე მილიონ ნახევარი ბოშა ხალხისა და ათი ათასობით ფსიქიკურად დაავადებულების, ჰიტლერის პოლიტიკის მოწინააღმდეგეების, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა და სხვა უდანაშაულო პირთა მიმართ.

ევროპის 43 ქვეყანაში აღნიშნავენ ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ამ კამპანიის ფარგლებში ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ჩაატარა აქცია დევიზით: „ჩვენ ვართ ყოველგვარი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.“ იგი მიმართულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების და ქვეყანაში არსებული შეუწყნარებლობის ფაქტების, ეროვნული და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

ახალი ამბები