კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერი ბრალდებას უარყოფს

15 ნოემბერი, 2004

თბილისის მერი ბრალდებას უარყოფს

თბილისი.14.11.04.მედია-ნიუსი. თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის მისამართით აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო ცენტრის დირექტორის თამაზ ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უარყოფს და აცხადებს რომ თუკი ეს ბრალდება დადასტურდება, იგი უმკაცრეს ზომებს მიიღებს გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მიმართ, და თუ არ დადასტურდება, მაშინ თამაზ ზურაბიშვილის განცხადება ცილისწამებად განიხილება.

ზურაბიშვილის განცხადებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ თბილისის მერის სახელით მას ქრთამი შესთავაზა, რათა მას ეროვნულ სტადიონზე ავეჯით მოვაჭრეთა აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე გადასვლა გაეჭიანურებინა და ამით დრო მიეცა თბილისის მერისთვის ალტერნატიული ადგილის მოვაჭრეთათვის შესათავაზებლად.

ცნობისათვის: „დინამოს“ სტადიონიდან ავეჯის მოვაჭრეთა გადაყვანის საკითხი თბილისის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ დასვა, მანვე შესთავაზა მოვაჭრეებს „აბრეშუმის ფაბრიკის“ ტერიტორია. მოგვიანებით, თბილისის მერმა მოვაჭრეებს სანზონაში „ელექტროაპარატის“ ტერიტორია შესთავაზა, რაც გაცილებით მისაღები აღმოჩნდა მოვაჭრეებისთვის.

კულუარული ინფრომაციით, აღნიშნული განცხადება თამაზ ზურაბაშვილმა თბილისის პრემიერის მითითებით გააკეთა, რათა მოეხდინა ზურაბ ჭიაბერაშვილის კომპრომეტირება.

დედაქალაქის მერი და გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ზურაბიშვილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.


 

ახალი ამბები