კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შიშით წამების ფაქტებს ვერ ახმაურებენ“

16 ნოემბერი, 2004

 "შიშით წამების ფაქტებს ვერ ახმაურებენ“

თბილისი.15.11.04.მედია-ნიუსი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დასრულდა პროექტის „სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის“ ფარგლებში გამართული ოთხდღიანი ტრეინინგი, რომელიც წამების ეფექტურ გამოძიებასა და მის დოკუმენტირებას შეეხებოდა. ღონისძიება სამედიცინო ექსპერტებისა და იურისტებისთვის ჩატარდა.

პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორის „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს“ (IRCT) კოორდინატორის ალის ვერგფებეს განცხადებით, ეს პროექტი ემსახურება საქართველოში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, წამების ფაქტების გამოძიებას და მის დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტებზე.

წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭოს წევრის მარიამ ჯიშკარიანი განცხადებით, საქართველოში წამების ფაქტები გახშირდა. 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 600-მდე წამების ფაქტი, მაგრამ ეს არასრული სიაა. „ხშირად არ სურთ ციხეში პირთა წამების ფაქტების გახმაურება, რადგან ეშინიათ, რომ ამას მათთვის ციხის ადმინისტრაციისგან უარყოფითი რეაქცია მოყვება. ამიტომ საქართველოში გაცილებით დიდი რიცხვია ასეთი ფაქტების, ვიდრე დაფიქსირდა,“- განაცხადა „მედია-ნიუსთან“ საუბრისას მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო ექსპერტების დასკვნას, მაგრამ დღეისთვის კერძო და სახელმწიფო ექსპერტიზა ძალიან დაბალ დონეზეა.

ქართულ ენაზე ითარგმნა წიგნი „სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის პროექტი,“ რომელშიც მოცემულია, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებზე ექსპერტიზისა და წამების ფაქტების გამოძიება.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროგაერთიანების ფინანსური ხელშეწყობით.

ახალი ამბები