კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნასვამი პარლამენტარი პატრულს იარაღით დაემუქრა

17 ნოემბერი, 2004

ნასვამი პარლამენტარი პატრულს იარაღით დაემუქრა

თბილისი.16.11.04.მედია-ნიუსი. 15 ნოემბერს, საღამოს, საპატრულო პოლიციამ მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა ავტომანქანა, რომელშიც გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკა კვეზერელი იმყოფებოდა. ნასვამი კვეზერელი საპატრულო პოლიციელის და მძღოლის საუბარში ჩაერია. მან თავის წარდგენის შემდეგ საპატრულო პოლიციელს გაჩერების მიზეზი ჰკითხა, ხოლო როცა გაიგო, რომ ისინი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იარაღი ამოიღო და დაემუქრა. საპატრულო პოლიციელებმა ნიკა კვეზერელი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

16 ნოემბერს დილით საქართველოს პარლამენტის წევრი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და დაიკითხა. პოლიციის შენობიდან გამოსული ნიკა კვეზერელი აცხადებდა, რომ პოლიციაში იმის გამო მოხვდა, აინტერესებდა ამ სისტემაში რა ხდება.

ნიკა კვეზერელი ორი წლის წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, ის სასჯელს 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტისთვის იხდიდა. კვეზერელი სპეცრაზმ „ალფას“ ხელმძღვანელობდა.

 

ახალი ამბები