კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი მეზღვაურების სასამართლო პროცესი გადაიდო

18 ნოემბერი, 2004

ქართველი მეზღვაურების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისი.16.11.04.მედია ნიუსი. ბერძნულმა სასამართლომ ქართველ მეზღვაურთა სასამართლო პროცესი 25 იანვრისთვის გადადო. ამის მიზეზი კი ბრალდების მხარის მიერ საკმარისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობა გახდა.

2004 წლის 14 იანვარს საბერძნეთის წყლებში გემი „იავნანა“ დააკავეს და მისი ეკიპაჟი ქალაქ ხოლკიდის ციხეში გადაიყვანეს. ეკიპაჟს ბრალად უკანონოდ ემიგრანტების გადაყვანა ედება.

ექვსი დაკავებული მეზღვაურიდან ერთი, რევაზ ანთია აპრილში გარდაიცვალა, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შემაშფოთებელია. მაშინ მეზღვაურებმა ტელეფონით მოახერხეს დაკავშირებოდნენ საკუთარ ახლობლებსა და საქართველოს საკონსულოს საბერძნეთში, თუმცა ამას განსაკუთრებული შედეგი არ გამოუღია.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის სასამართლო ხუთ მეზღვაურს განაჩენს გამოუტანს, საქართველოს ელჩის საბერძნეთში სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, ქართული მხარე თხოვს ბერძნულ მხარეს, რათა მოხდეს პატიმართა საქართველოში ექსტრადიცია.

სასამართლო პროცესზე ქართველი მეზღვაურების ინტერესებს ბერძნული მხარის მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატი და მეზღვაურების მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატი დაიცავენ.

ახალი ამბები