კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტუბერკულოზით დაავადებულები შიმშილობენ

18 ნოემბერი, 2004

ტუბერკულოზით დაავადებულები შიმშილობენ


თბილისი.17.11.04.მედია-ნიუსი. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზით დაავადებული ოთხი პაციენტი კვლავ განაგრძობს შიმშილობას. მათი განცხადებით, ვიდრე სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს და არ მოამარაგებს მათთვის აუცილებელი მედიკამენტებით, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ.

მოშიმშილეები მოითხოვენ აგრეთვე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას.

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორის გია ხესიაშვილის თქმით, მოშიმშილე ავადმყოფების მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებენ შესაბამისი მედიკამენტებით დახმარებას, რომელიც დღეისათვის საქართველოში არ შემოდის.


„მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების შემოტანის პროგრამა 2007 წლიდან დაიწყება, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში მოაგვაროს“, - აცხადებს გია ხესიაშვილი.

 

ახალი ამბები