ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი დააკავეს
ბათუმი.21.11.04.მედია-ნიუსი. სამი დღის წინათ დაკავებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსს ილია ჯორთმენაძეს აჭარის უზენაესმა სასამართლომ წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება შინა პატიმრობა შეუფარდა.
აჭარის პროკურატურამ ილია ჯორთმენაძე და ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის მოადგილე ამირან ქობულაძე ერთ-ერთი პატიმრის იზოლატორიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო დააკავეს.
პროკურატურამ ამ საქმეზე 18 პირი დაკითხა და მათგან მხოლოდ ოთხი დააკავა, მათ შორის ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი.
საკანში ერთი ღამის გატარების შემდეგ ილია ჯორთმენაძე აცხადებს, რომ ეს დაკავება აუცილებელი იყო, რათა სიმართლე გარკვეულიყო.