კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურიანის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი განთავსდება

24 ნოემბერი, 2004

ბაკურიანის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი განთავსდება

თბილისი.22.11.04.მედია-ნიუსი. საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებას ბორჯომის რაიონში, კერძოდ დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების (გარემოს დაცვისა და ცხოველთა უფლებების დამცველი კავშირი „ლობო“, ეკოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა მომხდარიყო დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსების საკითხის საჯაროდ განხილვა, თუმცა სამინისტრომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ამის გამო სამინისტროს გადაწყვეტილებას არასამთავრობოები უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში შესაძლებელია ბაკურიანის ნაგავსაყრელზე ტოქსიკური ნარჩენებიც განთავსდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ შეჩერდეს სამინისტროს მიერ ბაკურიანის ტერიტორიზე ნაგავსაყრელის მოწყობისთვის გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა.

ახალი ამბები