კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთელი მოვაჭრეები რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან

24 ნოემბერი, 2004

ფოთელი მოვაჭრეები რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან

თბილისი.22.11.04.მედია-ნიუსი. ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ცენტრალური ხიდი გადაკეტეს და ფოთის მთავრობასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი მთავრობას სამი თვის წინათ მიღებული დადგენილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ამ დადგენილების თანახმად, ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები უნდა გაეყვანათ და დახლები სხვა ტერიტორიაზე განელაგებინათ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ოთხჯერ მიმართეს ქალაქის მერს ყურადღება მიექცია ამ პრობლემისთვის, თუმცა ამ თხოვნას არავინ გამოხმაურებია.

თუ აგრარული ბაზრის ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან არ გათავისუფლდა, აქციის მონაწილეები რკინიგზის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

ახალი ამბები