კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის ახალი მოტივი

25 ნოემბერი, 2004

ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის ახალი მოტივი

თბილისი.24.11.04.მედია-ნიუსი. 24 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ გიორგი სანაიას ქვრივის საკასაციო საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილებას 3 დეკემბერს გამოაცხადებს.

გიორგი სანაიას ქვრივი ხათუნა ჩხაიძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას და მკვლელობის შემკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას ადვოკატი კი თავის მხრივ, ხურცილავასთვის 13-წლიანი პატიმრობის შემსუბუქებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის ივნისში13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, 30 ივლისს, საოლქო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და მხოლოდ მკვლელობის მოტივი დააკონკრეტა.

საოლქო სასამართლომ მკვლელობის მოტივად მსხვერპლის მხრიდან მსჯავრდებულის სექსუალური შეურაცხყოფის მცდელობა მიიჩნია.

ახალი ამბები