კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიაბეტით დაავადებულებს შესაბამისი პრეპარატები არ აქვთ

25 ნოემბერი, 2004

 დიაბეტით დაავადებულებს შესაბამისი პრეპარატები არ აქვთ

თბილისი.23.11.04.მედია-ნიუსი. საქართველოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 48 200 ადამიანი. მათგან 14 279  –  40 წლამდე ასაკის და 33 921 - 40 წლის ზევით პაციენტია.

არასამთავრობო კავშირის „დიაბეტიკონის“ პრეზიდენტის მიხეილ ელიზბარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებული პაციენტები, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ შემოაქვს შაქრის დამწევი აბები ამ ტიპის დაავადებულთათვის.

„დღესდღეობით საქართველოში შემოდის მხოლოდ ინსულინი, რომელსაც დიაბეტის პირველი ტიპით დაავადებულები იყვნენ. ხოლო დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებულებისთვის არაფერი კეთდება,“ - განაცხადა მედია-ნიუსთან“ საუბრისას მიხეილ ელიზბარაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოველ ორ წელიწადში დიაბეტით დაავადებულები ერთი თვის მანძილზე ატარებენ გამოკვლევების სრულ კურსს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან კი ასეთი რამ არ ხდება. „თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი აბებიდან ინსულინზე გადადის, მხოლოდ მაშინ აქვს უფლება 3-4 დღე დაწვეს საავადმყოფოში სახელმწიფო ხარჯებით და შეძლებისდაგვარად ჩაიტაროს გამოკვლევა,“- აცხადებს მიხეილ ელიზბარაშვილი.


 

ახალი ამბები