კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცვლილება სააღსრულებო დეპარტამენტში

25 ნოემბერი, 2004

ცვლილება სააღსრულებო დეპარტამენტში

თბილისი.23.11.04.მედია-ნიუსი. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სააღსრულებო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას და ამ სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორებას ითვალისწინებს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი სააღსრულებო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდამნას და შესაბამისად, ამ სამსახურისათვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას ითვალისწინებს.

სააღსრულებო დეპარტამენტი დარჩება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, თუმცა ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი. სააღსრულებო დეპარტამენტის ეს მოდელი ევროპულ სახელმწიფოთა მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სააღსრულებო მოსაკრებლისა და სააღსრულებო ხარჯების ერთმანეთისაგან გამიჯვნას. ამჟამად მოქმედი კანონით სააღსრულებო მოსაკრებელი დადგენილია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელიც თანხის ამოღებას ეხება. უცხოელ ექსპერტთა შენიშვნების გათვალისწინებით, მოსაკრებლის გადახდა ყველა სახის საქმეზე, ანუ აღმასრულებლის ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედება იქნება ანაზღაურებადი.

საკანონმდებლო პაკეტში შესულია „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით აღმასრულებელს უფლება ეძლევა, მოითხოვოს საბანკო დაწესებულებისაგან ცნობები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომელთა მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღრიცხვა.

ასეთ უფლებას დღეს მოქმედი კანონმდებლობა აღმასრულებელს არ აძლევს, რითაც ხშირ შემთხვევაში რთულდება სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ განსახილველად პარლამენტში უკვე გააგზავნა.

ახალი ამბები