კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ შარაძე ხულიგნობისთვის დააკავეს

29 ნოემბერი, 2004

გურამ შარაძე ხულიგნობისთვის დააკავეს

თბილისი.25.11.04.მედია-ნიუსი. პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ შარაძე საპატრულო პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

გურამ შარაძემ 25 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გამოფენილი ამერიკის მოქალაქის, პოლონელი ფოტოხელოვანის რაფაელ ოლდინსკის პლაკატები ჩამოხია.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამუშაოდ მისულ გურამ შარაძეს გამოფენა იმდენად „სატანისტურ-პორნოგრაფიულად“ მოეჩვენა, რომ პლაკატების ჩამოხსნა მოითხოვა, ხოლო როცა მის მოთხოვნას ყურადღება არ მიაქციეს, თავად ჩამოხია რამდენიმე.

ამ ფაქტის შემდეგ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე მივიდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ კი შარაძე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში გადაიყვანა, სადაც ნახევარ საათში მისი მომხრეებიც შეიკრიბნენ.

„მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლების“ წევრები ყოფილი პარლამენტარის გურამ შარაძის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს.

როგორც „მედია-ნიუსთან“ საუბრისას „მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრებმა კონსტანტინე გუნცაძემ განაცხადა, გურამ შარაძის დაკავების ფაქტში გარკვეული პოლიტიკური მოტივები შეინიშნება. კერძოდ, ის რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 ნოემბერს გამართულ ყრილობაზე თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა გურამ შარაძის პიროვნებას.

„განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება დაგროვდა რელიგიურ და ნაციონალისტურ წრეებში. ეს არის საკმაოდ დიდი ელექტორატი ქვეყანაში. ცხადია, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ. ამიტომ ცდილობენ ამ ნიშის მოცილებას და ყველაზე დისკრედიტებული პიროვნების წამოწევას. გურამ შარაძე ვერ გახდება ცალკე ამ ნაწილის ლიდერი სწორედ იმიტომ, რომ მისი წარსულის გამო მისი პიროვნება დისკრედიტებულია. ხელისუფლება შეეცდება ეს ელექტორატი დაჩეხოს და დაანაწევროს,“- აღნიშნა გუნცაძემ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ამ ფაქტის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის გადამღები ჯგუფი.

„რამდენიმე მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა. ვფიქრობ, რომ სწორედ იმიტომ არის გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებამ რელიგიური და ნაციონალური ელექტორატი თავის მხარეზე გადაიყვანოს,“- განაცხადა გუნცაძემ.


ახალი ამბები