უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრები გაუქმდება
თბილისი.30.11.04.მედია-ნიუსი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას.
ცვლილებები ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების გაუქმებას. ამასთან პირი, რომელიც ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის პერიოდში გათავისუფლებული იქნება სამხედრო სამსახურისგან, ხოლო პირს რომელიც მეორედ ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, კანონი აღარ შეეხება და იგი ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო სამსახური.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განიხილება.