კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „აჭარის“ 100 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

6 დეკემბერი, 2004

გაზეთ „აჭარის“ 100 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმი.03.12.04.მედია-ნიუსი. ბათუმში, გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტებმა მთავარი რედაქტორის კაბინეტის კარებს პროტესტის ნიშნად ფაშისტური ემბლემები მიახატეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ახლად დანიშნულმა რედაქტორმა დავით ჩხარტიშვილმა 136 თანამშრომლებიდან 100 გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა.

გაზეთის ყოფილი თანამშრომლები მოითხოვდნენ რედაქტორთან შეხვედრას და მას არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

„30 წელია აქ ვმუშაობ და კაცი, რომელიც 30 დღეა რაც აქ მოვიდა, გაფრთხილების გარეშე მათავისუფლებს და არაპროფესიონალს მიწოდებს. სინანული მაინც გამოეხატა ან დავეიმედებინეთ - ჰონორარს დაგინიშნავთო,“- აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული ჟურნალისტი ალექსანდრე დარჩია.

 

ახალი ამბები