კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცვლილებები შევა

6 დეკემბერი, 2004

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცვლილებები შევა

თბილისი.25.11.04.მედია-ნიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც იურიდიული პირების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კორპორაცია და ა.შ) სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს.

იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმის არსებობას საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები ურჩევენ. ასეთი მოთხოვნა არსებობს, აგრეთვე, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომელთა მონაწილეც საქართველოა.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა მხოლოდ ფიზიკური პირების დასჯას ითვალისწინებს, თუმცა თანამედროვე სამართალწარმოების პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ისეთი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ამა თუ იმ იურიდიული პირის სასარგებლოდ ან იურიდიული პირის გამოყენებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ფიზიკური პირის დასჯა და არა იურიდიული პირისა, რომელიც, მისი თანამშრომლის სისხლის სამართლის წესით დასჯის შემთხვევაშიც, ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

იურიდიული პირები ხშირად ჩართულები არიან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ტერორისტული და დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობაში, ტრეფიკინგში და ა.შ. პროექტის თანახმად, იურიდიულ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იურიდიული პირის სახელით, ან მისი მეშვეობით, ან მის სასარგებლოდ ჩადენილია შემდეგი დანაშაულები: ადამიანთა ვაჭრობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ტერორისტული აქტი, ტექნოლოგიური ტერორიზმი, კიბერტერორიზმი, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ან ხელმძღვანელობა, ანდა მასში მონაწილეობა, უცხო ქვენის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება, ანდა მისი დახმარება, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ტერორიზმის დაფინანსება, ქრთამის აღება, ქრთამის  მიცემა, კორუფციული ზემოქმედება, სამართალწარმოების ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლა, მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან წინასწარ გამოძიებასთან დაკავშირებით, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან იძულება.

იურიდიული პირი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, შეიძლება დაისაჯოს ჯარიმის დაკისრებით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ქონების ჩამორთმევით და უკიდურეს შემთხვევაში, ქონების ლიკვიდაციით.

სისხლის სამართლის კოდექსში ამ ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან ერთად, შესაბამისი ცვლილებები შევა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში; „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ ორგანულ კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონში, „სააღსრულებლო წამოებათა შესახებ“ კანონში, „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“.

ახალი ამბები