კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

13 დეკემბერი, 2004

ადამიანის უფლებები საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ
ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ამა წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს  თავისი ანგარიშის, სახელწოდებით „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული ანგარიში მოკლედ აღწერს საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სიტუაციას.
 
როგორც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ერთი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ შეძლო გარკვეული დადებითი ცვლილებების განხორცილება: შეიცვალა აჭარაში მანამდე არსებული აშკარად ტოტალიტარული მმართველობის რეჟიმი; მიღებულ იქნა საქართველოს კანონი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაზე; შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომელიც მოსახლეობის მხრიდან უკვე სარგებლობს ნდობით და კეთილგანწყობით; დარეგულირდა ხელფასებისა და პენსიების გაცემა; საქართველოს დედაქალაქში ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვ.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადებით, ანგარიშის მიზანია საზოგადოების ყურადღება შეაჩეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ტენდენციებზე და საზოგადოების წინაშე განხილვისა და ანალიზისათვის გამოიტანოს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს 2004 წლის თებერვალში მომხდარი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გამოიწვია ძალთა რესპუბლიკური ბალანსის დარღვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსანი პირების გამონათქვამები და მოწოდებები ნაკლებად უბიძგებს სამართალდამცავებს ადამიანის უფლებების დაცვისაკენ და შესაძლოა გამოიწვიოს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების მეტად ზრდა.

მოყვანილია კონკრეტული ფაქტები ადამიანის უფლებების დარღვევის - სიცოცხლის უფლების წართმევის, უკანონო დაკავებების, წამების და პოლიტპატიმრების რიცხვის ზრდის შემაშფოთებელ ტენდენციებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეს პრეზიდენტის დასაცავად გამოსული ჯავშანტრანსპორტიორის შეჯახების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე, თუმცა დამნაშავე ჯერ არ არის დასჯილი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხდება ჩეჩენი ლტოლვილების დევნა, გაუჩინარება, ირღვევა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; ხშირად ხდება დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების იგნორირება და ზეწოლა.

ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად მოწვევისა, მთავრობის არც ერთი წამომადგენელი არ დასწრებია აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციას.

ახალი ამბები