კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურა მარტივდება

14 დეკემბერი, 2004

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურა მარტივდება


თბილისი.14.12.04.მედია-ნიუსი. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები და დამატებები.

ამ ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მარტივდება მოქალაქეთა მიერ სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურა.

მოქალაქის ამ განაცხადზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს განმცხადებლის სურვილი, აირჩიოს სახელად, გვარად ისეთი ასოთა წყობა, რომელიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის პირის იდენტიფიკაციას ან ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

იუსტიციის სამინისტროს ამ საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგია ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი. მისი თქმით, “არ შეიძლება ადამიანი თავისი სურვილის მიხედვით გახდეს ბაგრატიონი ან ორბელიანი”.

“ჩვენ გვყავდა კომისია, რომელსაც უფლება ჰქონდა შესაბამისი საბუთების საფუძველზე შეეცვალა სახელი და გვარი. ადრე გვაკითხავდნენ შიდა და ქვემო  ქართლიდან გაოსებული და გასომხებული ქართველები და დოკუმენტაციის საფუძველზე ხდებოდა მათი გვარ-სახელის შეცვლა. არ შეიძლება ხვალ ვინმე ტერ მკირტიჩიანი მოვიდეს და ჯამბაკურ ორბელიანობა მოისურვოს და ჩვენ მას უარი ვერ ვუთხრათ. რაღაც შეზღუდვები უნდა არსებობდეს და ეს შეზღუდვები კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს”,- განუცხადა “მედია-ნიუსს” დავით მუსხელიშვილმა.

ახალი ამბები