კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მინაძის მოსახლეობა ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის

14 დეკემბერი, 2004

სოფელ მინაძის მოსახლეობა ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის

თბილისი.14.12.04.მედია-ნიუსი. ახალციხის რაიონის სოფელ მინაძის მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართვს. მათ დილიდან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი აქვთ გადაკეტილი.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, კომპანია „ბი-პი“-ს კუთვნილი სატვირთო მანქანების გადაადგილება მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას იწვევს. მათივე თქმით, შესაბამისი დასკვნა, რომ საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს სატვირთო მანქანების მოძრაობა დაუშვებელია, კომპანიის წარმომადგენლობას არაერთხელ წარუდგინეს, თუმცა მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

საპროტესტო აქციის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ახალციხის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

ახალი ამბები