კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

15 დეკემბერი, 2004

ფოთის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისი.14.12.04.მედია-ნიუსი. 14 დეკემბერს ფოთის მერს დავით ქანთარიას ფოთის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქანთარიას გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედავება.

ფოთის პროკურატურამ დავით ქანთარია 11 დეკემბერს მოწმის სახით დაკითხა, მაგრამ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო მაშინვე დააკავა.

დავით ქანთარიას 2001-2003 წლებში მილიონ 200 ათასიანი კრედიტის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის როლანდ ახალაიას განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და ფოთის მერს  ყოფილ მერს, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებისას გამორიცხული არ არის დავით ქანთარიას ბრალი დაუმძიმდეს და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალიც გაიზარდოს.

 

ახალი ამბები