კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულში სახალხო დამცველის ოფისი იხსნება

15 დეკემბერი, 2004

მარნეულში სახალხო დამცველის ოფისი იხსნება

თბილისი.მედია-ნიუსი. 14 დეკემბერს მარნეულში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმირა სულეიმანოვასთან ერთად აზერბაიჯანელებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში რამიზ ჰასანოვი, ფონდ „ღია  საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი.

აზერბაიჯანელი და ქართველი ომბუდსმენების შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მარნეულში სახალხო ოფისის გახსნა. ამასთან, ამის პარალელურად ომბუდსმენის ოფისი გაიხსნა აგრეთვე საინგილოშიც (აზერბაიჯანი).

სახალხო დამცველის პრესმდივანის სოფო კერესელიძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს საშუალება ეძლევათ თავიანთი პრობლემები გააცნონ როგორც ქართველ, ისე აზერბაიჯანელ ადამიანის უფლების დამცველებს.

ახალი ამბები