კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა „ბი-პის“ სარწყავი სისტემის დაზიანებას ედავება

20 დეკემბერი, 2004

მოსახლეობა „ბი-პის“ სარწყავი სისტემის დაზიანებას ედავება

თბილისი.16.12.04.მედია-ნიუსი. გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მოსახლეობამ თბილისში, ბრიტანული კომპანია „ბრითიშ-პეტროლიუმის“ ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას 44 ოჯახის კუთვნილი ნაკვეთების სარწყავი სისტემა დაზიანდა, რის გამოც ნაკვეთების მორწყვა ვეღარ შეძლეს და მოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. მოსახლეობა ამ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა სარწყავი სისტემის აღდგენისა და კომპენსაციის გადახდის პირობა დადეს, თუმცა ჯერ არ შეუსრულებიათ.

„ბი-პი“-ს წარმომადგენლობაში ამ ფაქტზე ზოგად კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ კომპანია ხალხის საწინააღმდეგოდ არაფერს მოიმოქმედებს.

ამჟამად სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე ნავთობსადენის სამშენებლო სამუშაოები შეფერხებულია და მოსახლეობა კომპენსაციების მიღებასა და სარწყავი სისტემის აღდგენას ითხოვს.

ახალი ამბები