კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენმა ლტოლვილებმა რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია არ მიიღეს

21 დეკემბერი, 2004

ჩეჩენმა ლტოლვილებმა რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია არ მიიღეს

თბილისი.17.12.04. მედია-ნიუსი. პანკისის ხეობის სოფელ დუისში 17 დეკემბერს ჩეჩნეთის ითონყალეს რაიონის პრეფექტი, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მრჩევლები, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა იქ მცხოვრებმა ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ისინი ლტოლვილებისთვის ჩეჩნეთში დაბრუნებისა და საკონპენსაციო თანხის 350 ათასი რუბლით შეთავაზებას აპირებდნენ.

ლტოლვილთა განცხადებით, ისინი უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდებიან და ურჩევნიათ, ეგრეთ წოდებულ მესამე ქვეყანაში გადავიდნენ.

დელეგაციის წევრები სოფელ დუისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯარაფ ხანგოშვილმა მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლტოლვილებთან შეხვედრასა და მათთან საუბარს 18 დეკემბერს, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელთა გარეშე შეეცდებიან.

რუსმა მაღალჩინოსნებმა პანკისის ხეობა 17 დეკემბერს დატოვეს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები  კი თელავში დაბინავდნენ. 

ახალი ამბები