კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობამ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს დანაპირები არ შეუსრულა

22 დეკემბერი, 2004

მთავრობამ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს დანაპირები არ შეუსრულა

თბილისი21.12.04.მედია-ნიუსი. “ახალი სტუდენტური ალტერნატივის” წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სტუდენტების დასაცავად გამოდიან.

როგორც “სტუდენტური ალტერნატივის” წარმომადგენლები აცხადებენ, 2004 წლის ზაფხულში ლიახვის ხეობაში ჩასული პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სტუდენტებს დედაქალაქში სწავლის მატერიალურ უზრუნველყოფას დაჰპირდა. საქმის კურსში იყო განათლების სამინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში მიხეილ ქარელი. თუმცა მას შემდეგ, რაც სტუდენტები თბილისში ჩამოვიდნენ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს, სასწავლო სემესტრის ბოლოს ხელისუფლებამ სტუდენტები არ დააფინანსა, რის გამოც მათ სასწავლებლების დატოვება მოუხდათ. ამჟამად ეს სტუდენტები სრულ გაუგებრობაში იმყოფებიან.

“ახალი სტუდენტური ალტერნატივა” ითხოვს, რომ აღნიშნული რეგიონის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეთ და პასუხი მოეთხოვოს ყველა იმ პირს, ვისაც ევალებოდა ამ პროცესის უზრუნველყოფა.

“ახალი სტუდენტური ალტერნატივის” წევრები 21 დეკემბერს სამაჩაბლოდან  ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას, თუმცა სტუდენტების განცხადებით, მათ მინისტრისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. სტუდენტებს პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძეც შეხვდა.

ახალი ამბები