კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის საქმიანობას მონიტორინგს საზოგადოებრივი საბჭო გაუწევს

22 დეკემბერი, 2004

პოლიციის საქმიანობას მონიტორინგს საზოგადოებრივი საბჭო გაუწევს

თბილისი.21.12.04.მედია-ნიუსი. 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართება.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ოფიციალურად გადასცემს რწმუნებებს იმ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ მონიტორინგის მიზნით ნებისმიერ დროს შევიდნენ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალური სისტემის ყველა დაწესებულებაში.

საბჭოს წევრები სახალხო დამცველის ნდობის მანდატით ისარგებლებენ. მათი სიები წინასწარ გადაეგზავნა შსს-ს იმისთვის, რომ გადაემოწმებინა, იყვნენ თუ არა ეს პირები ნასამართლევნი და ჰქონდათ თუ არა ნათესაური კავშირი პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებთან.

ოფიციალურ წარდგენას დაესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

 

ახალი ამბები