კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ახალგაზრდა გალის რაიონიდან გაიტაცეს

24 დეკემბერი, 2004

ქართველი ახალგაზრდა გალის რაიონიდან გაიტაცეს

ჭუბურხინჯი.23.12.04.მედია-ნიუსი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან კიდევ ერთი ქართველი, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში მცხოვრები, 20 წლის მამუკა გოგოხია გაიტაცეს.

გამტაცებლები ქართულ-აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც გოგოხიას ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს.

ეს ფაქტი 23 დეკემბერს, ჭუბურხინჯის ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაზეც დაადასტურეს.

ამასთან, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში აფხაზთა სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ჯემალ გოგოხიას ოჯახს და მისი კუთვნილი მიკროავტობუსის გატაცება სცადა, თუმცა მიკროავტობუსის ძრავა ვერ აამუშავეს. სამაგიეროდ, გოგოხიას მობილური ტელეფონი წაართვეს.

ჭუბურხინჯის ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიმინოგენური ვითარება გალის რაიონში, კერძოდ სოფლებში - ნაბაკევსა და თაგილონში უკიდურესად გართულებულია.

როგორც აფხაზური მხარე განმარტავს, ისინი კრიმინალების დაკავებას იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას თავს არიდებს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს გიგი უგულავას ინიციატივას ენგურის ხიდზე უფასო სამგზავრო ავტობუსის დანიშვნის შესახებ, როგორც უგულავას წარმომადგენელმა ჭუბურხინჯის შეხვედრაზე განაცხადა, ტექნიკური მიზეზების გამო ამ ინიციატივის განხორციელება ჯერ ვერ ხერხდება.

ახალი ამბები