კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტიმონოპოლიური სამსახური თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოდ გადაიქცა

24 დეკემბერი, 2004

ანტიმონოპოლიური სამსახური თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოდ გადაიქცა

თბილისი.23.12.04.მედია-ნიუსი. „ანტიმონოპოლიური სამსახური დღემდე აღიქმება როგორც მაკონტროლებელი სისტემა. დღეიდან ეს ასე აღარ იქნება,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სასტუმრო „თორში“ ანტიმონოპოლიური სამსახურის თვისობრივად ახალ უწყებად გარდაქმნის პრეზენტაციაზე.

2005 წლიდან ანტიმონოპოლიურ სამსახურს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო დაერქმევა. სააგენტო მომხმარებლის და მეწარმეთა ინტერესებს დაიცავს. მის მოვალეობაში აგრეთვე შევა ბაზარზე კონკურენციის დარეგულირება.

სააგენტოს, სავარაუდოდ, კვლავ ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი ემზარ ჯგერენაია უხელმძღვანელებს.

პრეზენტაციას ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილიც დაესწრო.

ახალი ამბები