კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება დაამტკიცა

24 დეკემბერი, 2004

იუსტიციის სამინისტრომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება დაამტკიცა

თბილისი.22.12.04.მედია-ნიუსი. იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ბრძანებით, დამტკიცდა იუსტიციის სამინისტროს რეორგანიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება, რომელიც ამ სამსახურის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრისა და ჯანდაცვის სამინიტროს ექსპერტიზის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა. ეს სტრუქტურული ცვლილება სისტემის უკეთ მართვასა და ექსპერტიზის სფეროში ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის გახდა აუცილებელი.

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს: დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა; ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა; ბალისტიკური ექსპერტიზა; ტრასოლოგიური ექსპერტიზა; ავტო-ტექნიკური, სატრანსპორტო- ტრასოლოგიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა; კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, პომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა; ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა; მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა; ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა; კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა; საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; სამედიცინო ექსპერტიზა; ჰისტოლოგიური ექსპერტიზა; ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა; სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა; ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა; ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა.

ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. მას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ნიშნავს. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზე კონტროლს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.


ახალი ამბები