კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის რწმუნებულებს მოსახლეობა აირჩევს

27 დეკემბერი, 2004

პოლიციის რწმუნებულებს მოსახლეობა აირჩევს

თბილისი.26.12.04.მედია-ნიუსი. პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროში პოლიციის რწმუნებულების თანამდებობები არჩევითი გახდება.

ამ მხრივ ექსპერიმენტი ჩატარდება საგარეჯოსა და ბორჯომის რაიონებში და სოფლებში. იქ პოლიციის რწმუნებულებს გარკვეული ვადით აირჩევენ.

ექსპერიმენტის გამართლების შემთხვევაში, პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტრო პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით და უბნის რწმუნებულების არჩევითობას მთელს ქვეყანაში დანერგავს.

გარდა ამისა, აღნიშნულ სამინისტროში იგეგმება რამდენიმე ახალი დეპარტამენტის შექმნა და ზოგიერთ მათგანს, მხოლოდ რეგიონალური ოფისები ექნება.

უახლოეს პერიოდში სამინისტრო კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგება პარლამენტს წინაშე, რომელიც კონტრდაზვერვის საქმიანობის განხორციელების საკანონმდებლო ბაზას უზრუნველყოფს.

 

ახალი ამბები