კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზი ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ

27 დეკემბერი, 2004

აფხაზი ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ

სოხუმი.26.12.04.მედია-ნიუსი. 28 დეკემბერს სოხუმში საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ლიკვიდაციის გამო ადგილობრივ ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის ინიციატორებმა შესაბამისი სანქცია სოხუმის მერიისგან უკვე მიიღეს.

ჟურნალისტები სააგენტოს დახურვაში პრემიერ-მინისტრს ნოდარ ხაშბას ადანაშაულებენ და როგორც ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი იზიდა ჭანია აცხადებს, ხაშბას დანიშვნისთანავე ნათელი გახდა, რომ იგი საინფორმაციო საშუალებებს ბრძოლას გამოუცხადებს.

„მან სწორედ „აფსნიპრესიდან“ დაიწყო, რადგან იგი სახელმწიფო სააგენტო იყო და ხაშბას, როგორც პრემიერ-მინისტრს, მისი დახურვის უფლება ჰქონდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონი პიროვნებებზეა მორგებული,“- დასძენს ჭანია.

მისივე აზრით, საინფორმაციო სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება ხაშბამ იმიტომ მიიღო, რომ  3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იგი ობიექტურად აშუქებდა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში 27 დეკემბერს მოსმენაც გაიმართება.

ცნობისთვის: საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ გაუქმების შესახებ ბრძანება ნოდარ ხაშბამ 24 დეკემბერს გამოსცა. სააგენტოს უფლებები გადაეცა ახლად შექმნილ ბეჭდვით სააგენტოს. „აფსნიპრესი“ 1995 წლის 31 იანვრიდან ფუნქციონირებდა.

ახალი ამბები