კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს მოსამართლესა და ადვოკატს პროვოკაციას უწყობდა

28 დეკემბერი, 2004

შსს მოსამართლესა და ადვოკატს პროვოკაციას უწყობდა

2004 წლის 22 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ადვოკატურის შენობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს რუსთავის ადვოკატთა კოლეგიის ერთ-ერთი ადვოკატი 23 წლის ნანა ჯახველაძე. სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ადვოკატის დაკავების მიზეზი, მოსამართლისთვის კლიენტისგან თანხის გამოძალვა იყო.

შსს-ს თანამშრომლები თავდაპირველად შეცვივდნენ მოსამართლე ნატა თედეიშვილის ოთახში, სადაც დაიწყეს გაურკვეველი თანხის ძებნა. მას შემდეგ, რაც თანხა ვერ აღმოაჩინეს, გადაინაცვლეს ადვოკატურის შენობაში და იქ განაგრძეს აღნიშნული თანხის ძებნა უხეში და ძალისმიერი მეთოდებით. ბოლოს ადვოკატურის თანამშრომლებმა, კლიენტის მიერ ნანა ჯახველაძისთვის საადვოკატო მომსახურებისათვის განსაზღვრული თანხა 300 დოლარი, რომელიც მათთან ინახებოდა, გადასცეს სამინისტროს თანამშრომლებს.


ადვოკატი ნანა ჯახველაძე ახორციელებდა კლიენტის დაცვას განქორწინების საქმეზე და არა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ის შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატი. განქორწინების საქმეზე სახაზინო ადვოკატის გამოყოფა არ ხდება. შესაბამისად, ეს იყო ადვოკატსა და კლიენტს შორის კერძო გარიგების საკითხი, რომელშიც შსს-ს მხრიდან რაიმე ჩარევა აუხსნელი და უკანონოა.

ადვოკატი ნანა ჯახველაძე რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ უშიშროების სამინისტროში, სადაც ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და როგორც „კონსტიტუცია 42-ე მუხლისთვისაა“ ცნობილი მასთან შესახვედრად არ დაუშვეს ადვოკატები შესაბამისი ორდერის საფუძველზედაც კი. მიუხედავად იმისა, რომ მას სრული უფლება ჰქონდა, დაკავებისთანავე ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით.

ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაქტიკულად ერთდროულად ჩაატარა სპეცოპერაცია ჯერ მოსამართლის სამუშაო ოთახში, შემდეგ ადვოკატურის შენობაში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ადვოკატი სჭირდებოდათ იარაღად , რათა შსს-ს მოეწყო ვითომ ქრთამის ამღები მოსამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ადვოკატი მოსამართლის კაბინეტში აღებული ჰონორარის გარეშე შევიდა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპერაციის ჩავარდნა. რაც ამტკიცებს იმას, რომ ადვოკატის მხრიდან არ ჰქონია ადგილი გამოძალვის ფაქტს და შესაბამისად არც ქრთამის მიცემის მცდელობას.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს რომ უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და თვლის, რომ ნანა ჯახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი არ შეიძლება საზოგადოებისა და პირველ რიგში, ადვოკატთა კორპუსის რეაგირების გარეშე დარჩეს. ასევე, ორგანიზაცია მიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის იურისტთა მსოფლიო ასოციაციას.


ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

 

ახალი ამბები