კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პრეზიდენტის ინიციატივას აპროტესტებენ

30 დეკემბერი, 2004

არასამთავრობოები პრეზიდენტის ინიციატივას აპროტესტებენ

თბილისი.29.12.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აპროტესტებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტში შეტანილი კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, უფლაბამოსილება ვადამდე შეუწყდებათ უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიხედვით, პრეზიდენტი წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრს, რაც მისივე თქმით, "ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას შეუწყობს ხელს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ვერასოდეს მიიღებს პრეზიდენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.“

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას, რომელსაც ვადა წელიწადნახევრის შემდეგ ეწურება, უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა შეუწყდეს.

მუხაშავრია ასევე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თორმეტმა მოსამართლემ, რომლებიც 1997 წელს 15-წლიანი ვადით დაინიშნენ, უნდა ამოწურონ თავიანთი უფლებამოსილება.

„ცვლილებების მიღების შემთხვევაში უნდა დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი,“- აცხადებს ლია მუხაშავრია და საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაებას აღნიშნული საკითხის განხილვაში.

 

ახალი ამბები