კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 94-ე ადგილზეა

10 იანვარი, 2005

პრესის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 94-ე ადგილზეა

 

 

თბილისი.09.01.05.მედია-ნიუსი. საქართველოში მასმედიის თავისუფლების მხრივ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებელი ტელეარხები და გაზეთები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს,- მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს.  

 

„2004 წლის ზაფხულის შემდეგ მასმედია, კერძოდ ტელევიზიები სახელისუფლებო ზეწოლისგან გათავისუფლდა, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, ხელისუფლებას ანგარიში გაუწიონ. სწორედ ამიტომ, კრიტიკული სიუჟეტები, თითქმის, აღარ გადაიცემა,“- აცხადებს არეშიძე.

 

მისივე აზრით, საქართველოში თითქმის არცერთ გაზეთს საკუთარი პოზიცია აღარ აქვს და მათი ანგარიშებულობაც აშკარად თვალშისაცემია. ერთი და იმავე გაზეთში ხშირია მასალები, რომლებშიც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს დაუმსახურებლად, ყოველგვარი ეთიკის ნორმების დაუცველად ლანძღავენ, სხვა წარმომადგენელს კი, ასევე დაუმსახურებელ ხოტბას ასხამენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პრესაში შეკვეთილი მასალები მომრავლდა.

 

„ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვა შემთხვევაში გაზეთებსა და ტელევიზიებს საგადასახადო სამსახურებთან ისეთივე პრობლემები შეექმნებათ, როგორიც, თავის დროზე, ტელეკომპანია „კავკასიასა“ და გაზეთ „ჯორჯიან თაიმსს“ შეექმნა. არადა, საგადასახადო კუთხით, არც ერთ გამოცემასა და ტელეკომპანიას საქმე მოწესრიგებული არ აქვს,“- დასძინა მან.

 

არეშიძის აზრით, ზოგიერთი ჟურნალისტი, განსაკუთრებით ტელეკომპანიებში, მაინც ახერხებს კრიტიკული მასალის მომზადებასა და ობიექტური პოზიციის გამოხატვას, ოღონდ ეს საკუთარი ავტორიტეტისა და კომპანიის მფლობელებთან დაპირისპირების ხარჯზე ხდება. „სწორედ ავტორიტეტის გამო, მფლობელები ფრთხიან მათი სამსახურიდან გაშვებას და იძულებულნი არიან, მათ პოზიციას დაეთანხმონ,“- აცხადებს არეშიძე.

 

ცნობისთვის: საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოხსენების მიხედვით, მსოფლიოში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, 167 ქვეყანიდან საქართველო 94-ე ადგილზეა, სომხეთს 83-ე ადგილი უჭირავს, რუსეთს 140-ე, აზერბაიჯანს - 136-ე, ბელორუსიას - 144-ე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი ყველაზე ბოლო, 164-ე ადგილზე თურქმენეთია.   

ახალი ამბები