კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა ოსი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს

10 იანვარი, 2005

სამართალდამცავებმა ოსი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს

თბილისი.4.01.05.მედია-ნიუსი. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 30 დეკემბერს სასტიკად სცემეს ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, ჟურნალისტი ალან ფარასტაევი.

იგი ცხინვალის საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს და ამ დროისთვის ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ფარასტაევის კოლეგები აცხადებენ, იგი ოსი სამართალდამცავებისგან ქართული სოფლების მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას მოითხოვდა.

როგორც ფარასტაევის მეუღლე ანა ჩოჩიევა აცხადებს, მას ტვინი აქვს დაზიანებული, თუმცა საავადმყოფოში არ აქვთ შესაბამისი აპარატურა, რომლითაც ტომოგრაფიის გადაღება და ზუსტი დიაგნოზის დასმა გახდება შესაძლებელი. ვერ ხერხდება მისი ვლადიკავკაზში გადაყვანაც, რადგან ექიმები ტრანსპორტირების ნებართვას არ იძლევიან.

ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცემის ფაქტის სასწრაფო გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ გულიევმა უკვე გასცა ბრძანება ცემის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევის დაწყების შესახებ.

ახალი ამბები