კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში გაზეთ „იმედის“ რედაქცია დაარბიეს

10 იანვარი, 2005

გურჯაანში გაზეთ „იმედის“ რედაქცია დაარბიეს


გურჯაანი.07.01.05.მედია-ნიუსი. შობის ღამეს გურჯაანში გაზეთ „იმედის“ რედაქცია დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები, გატეხილია კარები და კომპიუტერები.

გაზეთის მთავარი რედაქტორის გელა მთიულაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი დარბევის შესახებ რამდენიმე დღის წინათ ისინი ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა, რადგან მათი საქმიანობით კახეთის რაიონების გამგებლები უკმაყოფილონი არიან.

გაზეთის ოფისიდან წაღებულ დოკუმენტებს შორის არის რამდენიმე წლის წინათ დედოფლისწყაროში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შეგროვილი მასალები, რომელსაც ჟურნალისტები დარბევის ფაქტს უკავშირებენ.

„ყველაფერი ეს კახეთში თავისუფალი სიტყვის საბოლოოდ ჩასახშობადაა მოწყობილი,“- განაცხადა გელა მთიულაშვილმა.

ახალი ამბები