კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს

12 იანვარი, 2005

პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს

თბილისი.11.01.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პრეზიდენტის წარდგინებით დანიშვნას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს,“- მიიჩნევს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, ევროპის ყველა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ორგანო ნიშნავს და თუ სასამართლოს წევრები პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნებიან, ისინი უმაღლესი ხელისუფლების მითითებების შესრულებას ვერ გაექცევიან.

ვახტანგ ხმალაძისთვის მიუღებელია აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ამ თანამდებობაზე ორი ვადით დანიშვნა, რაც გათვალისწინებულია ახალი კანონპროექტით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს წევრები პირველი ვადის ამოწურვისას შეეცდებიან იმ ორგანოს გული მოიგონ, რომელსაც მათი ხელმეორე დანიშვნა შეუძლია. ასე რომ, ამ პუნქტითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებები იზღუდება.
ვახტანგ ხმალაძე არ იზიარებს აგრეთვე იმ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს იმუნიტეტს უხსნის არა თავად საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ პარლამენტი. ამ პუნქტშიც დევს ის, რომ სასამართლოს წევრები დამოუკიდებელნი ხდებიან პოლიტიკურ ორგანოზე.

ექსპერტის თქმით, მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ასაკის 30 წლამდე შემცირება. „ევროპის ყველა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს სასამართლო საქმიანობის 15-17 წლიანი სტაჟი მოეთხოვება, რაც მის ასაკს 35 წლამდე ზრდის.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არა მხოლოდ გამოცდილი იურისტი უნდა იყოს, არამედ მას უნდა ჰქონდეს ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რაც ასაკთან ერთად მოდის. 30 წლის ახალგაზრდას, რაც არ უნდა მწიგნობარი იყოს იგი, არ ექნება ის ცოდნა, რაც 40 წლის ადამიანს,“- აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ახალი ამბები