კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ამოქმედდა

14 იანვარი, 2005

უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ამოქმედდა

თბილისი.13.01.05.მედია-ნიუსი. იუსტიციის სამინისტროს „საკანონმდებლო მაცნეში“ 13 იანვარს დაიბეჭდა პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უკვე ამოქმედდა.

ახალი კანონის ძალაში შესვლისთანავე, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები თანამდებობებს ტოვებენ და ახალი რექტორის არჩევამდე, ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ეს შესაძლოა ყოფილი რექტორი ან ამავე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყოს.

ახალი რექტორის არჩევნები კი ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს.

განათლების ახალი კანონის ამოქმედებით, ძალაში შევიდა აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპიც, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამი, ზოგიერთ სპეციალობაზე ოთხი გამოცდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ზოგად უნარჩვევებსა და მათემატიკაში.

ქვეყანაში დაახლოებით 15 საგამოცდო ცენტრი შეიქმნა. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა კი აღიბეჭდება ვიდეო კამერებზე და გულშემატკივრებს შეეძლებათ, პირდაპირი რეპორტაჟის რეჟიმით ადევნონ თვალ-ყური. შემდეგ ის ნაწერები შეიკრიბება და მას თბილისში კვალიფიციურ გამსწორებელთა სპეციალურად შერჩეული გუნდი შეამოწმებს.  

ახალი ამბები