პრეზიდენტ სააკაშვილს ევროსაბჭოს შენიშვნები საგანგაშოდ არ მიაჩნია
თბილისი.17.01.05.მედია-ნიუსი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მიერ საქათველოს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებს და შენიშვნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავს შენიშვნებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ამაში გასაოცარი და საგანგაშო არაფერია.მანვე ქართველი პარლამენტარების მიერ აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას „პროვინციული და სასაცილო გნიასი“ უწოდა. სააკაშვილის თქმით, საქართველო დასავლეთში ისეთი მასშტაბური მხარდაჭერა აქვს, მსგავსი მხარდაჭერა შესაძლოა მომავალშიც არ ჰქონდეს.„ჩვენ გვაძლევენ რეკომენდაციას. ეს კარგია, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენი ხალხი გადაწყვეტს იმას, თუ როგორ უნდა იმართოს ქვეყანა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.ცნობისთვის: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც 22-დან 27 იანვრამდე სტრასბურგში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.