კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთის რაიონის გამგებელმა რეზერვისტი სცემა

20 იანვარი, 2005

 დუშეთის რაიონის გამგებელმა რეზერვისტი სცემა

თბილისი19.01.05.მედია-ნიუსი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გოგა ხაჩიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ დუშეთის რაიონის გამგებელმა გოდერძი ბერბერაშვილმა რამდენიმე დღის წინათ რეზერვისტი, ბულაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი გურაშვილი სცემა.

მისივე თქმით, ინციდენტი უშუქობის გამო მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა და გამგებელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თავად დაზარალებული ამჟამად ტვინის შერყევისა და თავის ქალის დაზიანების დიაგნოზით მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობს.

რწმუნებულის განცხადებით, პოლიციამ მოკვლევა უკვე დაასრულა და საქმე საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. ბერბერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი კი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას გურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ.

ახალი ამბები