კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თსუ მესხეთის ფილიალის ხელმძღვანელი პირები ამხილეს

20 იანვარი, 2005

 თსუ მესხეთის ფილიალის ხელმძღვანელი პირები ამხილეს

თბილისი.19.01.05.მედია-ნიუსი. სამართალდამცავებმა გამოავლინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მესხეთის ფილიალის“ ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც 2003-2004 წლებში არაერთგზის გადაამეტეს თავიანთ სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, რაც გამოიხატა მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის „სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ 1996 წლის 23 სექტემბერს ბრძანებულების უგულებელყოფაში, რის გამოც თსუ-ს „მესხეთის ფილიალის“ სტუდენტები უკანონოდ იხდიდნენ 330-330 ლარს.

ამ მეთოდით სულ აკრეფილ იქნა 58 785 ლარი, მაშინ როდესაც, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, უმაღლეს სასწავლებლებს სამხედრო კათედრების დაფინანსება ბიუჯეტით უნდა უზრუნველეყოთ.

მოკვლეული მასალები გადაეგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას.

ახალი ამბები